სულ რაღაც 1 საათის წინ კომპანია Apple-მა ახალი iPhone SE დააანონსა. ამ ბლოგში კი ვეცდები მოკლედ აგიხსნათ, ღირს თუ არა ამ სმარტფონის შეძენა და საერთოდ რა მახასიათებლები აქვს მას.
1. ეკრანის ზომა
საუბარია 4 დიუმიან ეკრანზე. როგორც ჩანს, ჯერ კიდევ ძალიან ბევრი ადამიანია, ვინც მცირე ეკრანის მოყვარულია და დღემდე უარს ამბობს დიდი ზომის სმარტფონებზე. სწორედ ამიტომ, ეფლმა გადაწყვიტა შეინარჩუნოს iPhone 5-ისა და 5S-ს ეკრანის ზომა და განახლებული მახასიათებლებით გაყიდოს. ასე რომ დიახ, ეს ზომა დამაკმაყოფილებელია ყველასთვის, ვისაც მცირე ზომის იდეალური სმარტფონი სურს. თუმცა, მათთვის ვინც უკვე ფლობს iPhone 6 ან შემდგომ მოდელებს, iPhone SE-ზე გადასვლა ძალიან რთული იქნება.
2. დიზაინი
დიდი იმედი მქონდა, რომ ეფლი აიღებდა iPhone 6-ს და მას ზომაში შეამცირებდა SE-ს მისაღებად, მაგრამ არა. მათ უბრალოდ გადაწყვიტეს ზუსტად იგივე დიზაინი დაეტოვებინათ, რაც iPhone 5S-ს აქვს. დიზინისი მხრივ ერთადერთი დეტალი, რაც არ უნდა გამოგვრჩეს ისაა, რომ ფერთა გამას უკვე ვარდისფერი, ანუ Rose Gold დაემატა. სხვა მხრივ SE-სა და 5S-ს შორის დიზაინში სხვაობა საერთოდ არაა.
3. კამერა
4. პროცესორი
iPhone SE ორჯერ უფრო სწრაფია, ვიდრე თქვენი iPhone 5S. საუბარია ზუსტად იმავე სისწრაფეზე, რაც iPhone 6S-ს გააჩნია. სმარტფონს ახალი A9 ტიპის ჩიპი უყენია, რომელცი 64-ბიტიან პროცესორზე მუშაობს.
5. ფასი
სმარტფონის 16GB-იანი ვერსია $399, ხოლო 64GB-იანი კი $499 ეღირება. მოკლედ 16 გიგაბაიტიან მოდელებს ვერ გავცდით, რაც იმედია ოდესმე მაინც შეიცვლება.
დასკვნა ყოველივე ზემოაღნიშნულიდან - დიახ, ეს თქვენი მომდევნო სმარტფონი უნდა იყოს (64 GB-იანი რა თქმა უნდა). დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ამ ზომის ეკრანით ამგვარი შესაძლებლობების მქონე სხვა სმარტფონი ბაზარზე არ არსებობს...ჯერჯერობით! დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას და არ დაგვავიწყდეს, რომ შემოდგომაზე iPhone 7 გველოდება.