სალამი მეგობრებო!
გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში ძალიან ბევრმა არ იცის რისთვის უნდა გამოიყენოს ITUNES (მათ შორის არც IPHONE-ის მფლობელებმა), გადავწყვიტე ამ საკითხთან დაკავშირებით მორიგი ბლოგი შემოგთავაზოთ. თუ თვლით, რომ ამ პროგრამის შესახებ ყველაფერი იცით, მაინც გადაავლეთ თვალი ჩემს ნაწერს, იქნებ რაიმე საინტერესოს გადააწყდეთ. მაშ ასე, ვიწყებთ:

ეს ფოტო ზუსტად აღწერს iTunes-ის ფუნქციას. სხვა სმარტფონებისგან განსხვავებით, რომელთა შეერთება უპრობლემოდ შეგიძლიათ ნებისმიერ კომპიუტერთან და ფლეშკის სახით იწერთ ფოტოებს და ვიდეოებს, Apple-ის დივაისებს სპეციალური შუამავალი პროგრამა სჭირდება, რომლის დახმარებითაც ხდება პროგრამების, ფოტოების, მუსიკების, ვიდეოების, ელ.წიგნების და ა.შ. სმარტფონსა თუ ტაბლეტში ჩაწერა. ასე რომ, თუ თქვენ უკვე ნახევარი საათია ცდილობთ შეხვიდეთ My Computer-ში და იქიდან გადაწეროთ ფოტოები ან ვიდეოები, ტყუილად ირჯებით. iTunes-ის გარეშე ფაილების ჩაწერა iPhone-ში შეუძლებელია. |
1. როგორ ჩავწეროთ ფოტოები?
სმარტფონის შეერთებისთანავე, პროგრამა iTunes ავტომატურად გაიხსნება და მარცხენა ზედა კუთხეში თქვენი სმარტფონი გამოჩნდება. მარცხენა მხარეს, იპოვეთ Photos და დააჭირეთ. (იხილეთ ფოტო ქვემოთ)
შემდგომ მონიშნეთ წარწერა Sync Photos, დააჭირეთ წარწერას My Pictures ("Copy Photos From" გასწვრივ) და მონიშნეთ Choose Folder. შემდგომ კი უბრალოდ აირჩიეთ ის ფოლდერი, სადაც ინახავთ ფოტოებს, რომელთა ჩაწერა გსურთ ტელეფონში და დააჭირეთ Select Folder.
თუ ამ ფოლდერში კიდევ რამდენიმე ფოლდერი გაქვთ და გსურთ ყველა მათგანის ჩაწერა, მონიშნული დატოვეთ All Folders, ხოლო თუ მხოლოდ ზოგიერთი ფოლდერის ჩაწერა გსურთ, უბრალოდ დააჭირეთ Select Folders-ს და აირჩიეთ თქვენთვის სასურველი ფოტოები. ბოლოს კი დააჭირეთ Apply-ს მარჯვენა ქვედა კუთხეში და დაელოდეთ სანამ ფოტოები თქვენს სმარტფონში ჩაიწერება.
გაითვალისწინეთ, რომ iTunes-ით ჩაწერილი ფოტოების სმარტფონიდანვე წაშლა შეუძლებელია. ამისათვის, ისევ უნდა შეუერთდეთ თქვენი სმარტფონით iTunes-ს, შეხვიდეთ ფოტოებში და გააუქმოთ მონიშვნა Sync Photos. თუ გსურთ სმარტფონიდან მხოლოდ რამდენიმე ფოტოს წაშლა, მაშინ ეს ფოტოები უბრალოდ უნდა ამოშალოთ კომპიუტერის ფოლდერიდან, შეუერთოთ სმარტფონი iTunes-ს და რამდენიმე წამის შემდეგ ეს ფოტოებიც ამოიშლება.

2. როგორ ჩავწერო ვიდეოები?
რაც შეეხება ვიდეოებს, გაითვალისწინეთ, რომ ეფლის სმარტფომებში მხოლოდ mp4 ტიპის ვიდეოების ჩაწერაა შესაძლებელი. ვიდეოების ჩაწერაც იგივე პრინციპით ხდება. მოათავსეთ ვიდეოებიც იმავე ფოლდერში, სადაც ფოტოები გაქვთ, შემდეგ Photos-ში შესვლისას მონიშნეთ წარწერა Include Videos, დააჭირეთ Apply-ს და მორჩა! რამდენიმე წუთში თქვენს სმარტფონშია ფოტოებიც და ვიდეოებიც.
იმედია გამოგადგებათ ინსტრუქციები. ნებისმიერი სახის კითხვის ან შენიშვნის შემთხვევაში დამიკავშირდით Facebook გვერდზე https://www.facebook.com/AppHunt2015
იმედია გამოგადგებათ ინსტრუქციები. ნებისმიერი სახის კითხვის ან შენიშვნის შემთხვევაში დამიკავშირდით Facebook გვერდზე https://www.facebook.com/AppHunt2015