რთულია იპოვოთ კომპანია ან ნებისმიერი სხვა სახის დაწესებულება, რომელიც არ ფლობს Facebook გვერდს, ეს ხომ მომხმარებელთან კომუნიკაციის საუკეთესო საშუალებაა. მიუხედავად ამისა, Apple-ს მაინც არ აქვს გვერდი სოციალურ ქსელში.
Apple-ის წარმომადგენლები თვლიან, რომ სოციალური ქსელი ის ადგილია, სადაც ყველა უკმაყოფილო მომხმარებლი იყრის თავს. მათი აზრით Facebook-ზე გამოქვეყნებულ ნებისმიერ პოსტს ნეგატიურად გამოეხმაურებიან ე.წ. Hater-ები ან თუნდაც ეფლის ის მომხმარებლები, ვინც პროდუქტი შეიძინა, მაგრამ გარკვეული პრობლემებიც შეექმნათ. ეფლში თვლიან, რომ ასეთ მომხმარებლებს ინდივიდუალურად უნდა მოემსახურონ და არა სოციალური ქსელის საშუალებით.
მეტიც, ამ კომპანიაში თვლიან, რომ მათ პროდუქტს არ სჭირდება რეკლამა Facebook-ზე, რაც ალბათ სიმართლეცაა. მიუხედავად ამისა, სოც. ქსელში აუცილებლად შეხვდებით App Store-სა და iTunes-ის ოფიციალურ გვერდებს.