მას შეუძლია მოგიძებნოთ სასურველი ინფორმაცია, გაგცეთ პასუხი სხვადასხვა საინტერესო კითხვებზე, გაგაღვიძოთ დილით, შეგახსენოთ რომ გაქვთ მნიშვნელოვანი შეხვედრა და ა.შ. ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმისა, თუ რა შეუძლია თქვენს მობილურ კომპანიონს. ამ ბლოგში შემოგთავაზებთ რამდენიმე რჩევას, რომ უფრო პროდუქტიულად გამოიყენოთ თქვენი სმარტფონი.
1. "მიპოვე ლიტვაში გადაღებული ფოტოები"
უბრალოდ უთხარით ეს თქვენს სმარტფონს და რამდენიმე წამში ამა თუ იმ ადგილას გადაღებულ ყველა ფოტოს ამოგიგდებთ. ჯერჯერობით, ბრძანებების მიცემა ქართულად არაა შესაძლებელი, თუმცა თუ ფლობთ ინგლისურ, რუსულ, იტალიურ, გერმანულ ან სხვა ენას, ეს არ გაგიჭირდებათ.
2. "გამაღვიძე"
iPhone-ს ძალიან კარგი მაღვიძარას აპლიკაცია აქვს, თუმცა ზედმეტად ბევრი სქროლინგია საჭირო იმისთვის, რომ მაღვიძარა თქვენთვის სასრუველ დროზე დაყენდეს. ამიტომ, ძილის წინ უთხარით SIRI-ს საათი და ის ზუსტად ამ დროს გაგაღვიძებთ. უბრალოდ უთხარით მას "Wake me up at 8:30" და დამიჯერეთ მას ეს არავითარ შემთხვევაში არ დაავიწყდება.
3. "ჩართე Bluetooth"
დიახ, მას შეუძლია ჩართოს Bluetooth, ჩართოს ან გამორთოს სიმღერები თქვენს სმარტფონში, გახსნას ესა თუ ის აპლიკაცია და ა.შ. უბრალოდ თხოვეთ და ის ამასაც აუცილებლად გააკეთებს.
4. შემახსენე
შეხსენებების გაკეთება Siri-ს ნებისმიერ დროს შეუძლია. ის შეგახსენებთ საშინაო დავალების გაკეთებას, შეგახსენებთ მნიშვნელოვანი შეხვედრების დაწყებას, შეგახსენებთ ამა თუ იმ პიროვნებასთან დარეკვას და ა.შ.
5. "რამდენი ჩაის კოვზია ერთ სუფრის კოვზში?"
სამზარეულოში ფუსფუსისას, როცა ხელები დასვრილი გაქვთ, უბრალოდ კითხეთ კომპანიონს და ის ნებისმიერ საჭირო ინფორმაციას მოგაწვდით. მათ შორის ასეთსაც:
6. "WHAT SONG IS THIS?"
ყველა ვიყენებთ შაზამს სიმღერების ამოსაცნობად, მაგრამ თუ არ იცით გეტყვით, რომ შაზამი უკვე ინტეგრირებულია თქვენს სმარტფონში. მის გამოსაყენებლად უბრალოდ კითხეთ თქვენს სმარტფონს "რა სიმღერააა ეს?" და რამენიმე წამში პასუხი აუცილებლად იქნება.
7. გაგზავნეთ sms მესიჯები
"მიწერე მამაჩემს, რომ 2 საათში მომაკითხოს" - AS SIMPLE AS THAT!!
მეტიც, Siri-ს შეუძლია ამგვარი მესიჯები Viber-სა და Whatsapp-შიც გაგზავნოს.
მეტიც, Siri-ს შეუძლია ამგვარი მესიჯები Viber-სა და Whatsapp-შიც გაგზავნოს.