ტყუილში გვიცხოვრია!
ნაცნობი სიატუაციაა, ჩვენი სმარტფონის ბატარეა არ ვარგა, რადგან ის ერთ დღესაც ვერ ძლებს თუმცა გარკვეულწილად ეს ჩვენი ბრალიც ყოფილა იმიტომ, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ მას არასწორად ვტენიდით!
ბევრ ჩვენგანს ჰგონია, რომ სმარტფონის დატენვა, როდესაც ის ბოლომდე დამჯდარი არ არის გამოიწვევს ბატარეის სერიოზულ დაზიანებას; ასე რომ ჩვენ მას მხოლოდ მაშინ ვტენით, როდესაც ტელეფონი უკვე ითიშება. სწორედ ესაა ჩვენი ყველაზე დიდი შეცდომა!
ბატარეების კომპანია Cadex-მა კვლევის შედეგად დაადასტურა, რომ ჩვენი სმარტფონების ბატარეები ძალიან მგრძნობიარენი არიან და თავისებურ „სტრესს“ განიცდიან; შესაბამისად, როგორც ადამიანებისთვის ზედმეტი სტრესი, შეიძლება დამღუპველი აღმოჩნდეს.
იმისათვის, რომ თქვენი სმარტფონის ბატარეა საუკეთესო მდგომარეობაში შეინარჩუნოთ და დღის განმავლობაში აღარ იღელვოთ მასზე, საჭიროა რამდენიმე დეტალის შეცვლა.
იმისათვის, რომ თქვენი სმარტფონის ბატარეა საუკეთესო მდგომარეობაში შეინარჩუნოთ და დღის განმავლობაში აღარ იღელვოთ მასზე, საჭიროა რამდენიმე დეტალის შეცვლა.
არასდროს დატოვოთ ტელეფონი შეერთებული, როდესაც ელემენტი ბოლომდეა დატენილი
როდესაც თქვენი სმარტფონი მიაღწევს 100% და ის მაინც შეერთებული გაქვთ დენის წყაროსთან, ეს ელემენტს „სტრესულ“ მსგომარეობაში აყენებს. როდესაც ტელეფონი ბოლომდე დაიტენება და მას გამოაერთებთ ეს იქნება, როგორც ადამიანისთვის „კუნთების რელაქსაცია ძალიან ინტენსიური ვარჯიშის შემდეგ“.
პრინციპში, ეცადეთ არ დატენოთ ბატარეა 100%-მდე
ნუ მაშინ მაინც, როდესაც ამის აუცილებლობა არ არის. ჩვენი სმარტფონის ბატარეებს არათუ არ სჭირდებათ 100%-მდე დატენვა, არამედ ეს სრულებით არ არის სასურველი. მაღალი/ჭარბი დენის ძაბვა ბატარეის „სტრესს“ იწვევს და ხელს უწყობს მის გაცვეთას ხანგრძლივ პერსპექტივაში. მაშინ როდესაც, ჩვენ ვცდილობთ ჩვენი სმარტფონები მთელი დღის განმავლობაში დატენილი შევინარჩუნოთ, ზემოთ თქმული პარადოქსულად შეიძლება მოგვეჩვენოს, თუმცა როდესაც მოგიხერხდებათ შეაერთეთ ხოლმე დასატენად და ყველაფერი კარგად იქნება. |
შეაერთეთ ხოლმე ტელეფონი, როდესაც მოახერხებთ
აღმოჩნდა, რომ ჩვენი ტელეფონის ბატარეები უფრო „ბედნიერები“ არიან, როდესაც მათ დროდადრო ვტენით და არა ერთ ჯერზე მთლიანად. Battery University-ის მიხედვით, საუკეთესო ვარიანტი არის თუკი ტელეფონს მაშინ დავტენით, როდესაც 10% მოაკლდება ბატარეას. რა თქმა უნდა, ეს არც თუ ისე პრაქტიკული გამოსავალია უმეტესი ჩვენგანისთვის, ასე რომ შეაერთეთ თქვენი სმარტფონები დასატენად, როდესაც მოახერხებთ. არ არის პრობლემა, თუკი ტელეფონს რამდენჯერმე შეაერთებთ და გამორთავთ დღის განმავლობაში. ეს არა მხოლოდ დაეხმარება თქვენი ტელეფონის ბატარეას ოპტიმალურ მუშაობაში, არამედ საშუალებას მოგცემთ დატენილი გქონდეთ ის მთელი დღის განმავლობაში. |
დაიცავით ბატარეა გადახურებისგან
სმარტფონის ბატარეები იმდენათ მგრძნობიარენი არიან სიცხის/გახურების მიმართ, რომ თვით Apple გირჩევთ, რომ გარკვეულ შემთხვევებში ჯობს თქვენი iPhone ამოიღოთ ქეისიდან და ისე დატენოთ. ასევე, თუკი გიწევთ მზეში დიდხანს ყოფნა, გამოიყენეთ ქეისი თქვენი ტელეფონისთვის, ეს აუცილებლად დაიცავს თქვენს ბატარეას.