ბევრს არ ვისაუბრებ იმაზე, თუ როგორი წამოუდგენელია ჩვენი ცხოვრება iPhone-ის გარეშე (მითუმეტეს მათთვის, ვინც უკვე ფლობს ამ ტიპის სმარტფონს). სწორედ ამიტომ, ნებისმიერი მცირე "გაჭედვაც" კი შესაძლოა ნერვების მომშლელი აღმოჩნდეს და მუშაობის სურვილი დაგვიკარგოს. "გაჭედვა" შემთხვევით არ ხდება და მას აუცილებლად აქვს რაღაც მიზეზი, რომლის გადაჭრა მარტივადაა შესაძლებელი.
წაშალეთ ძველი ფოტოები
თუ ტელეფონში ათასობით ფოტო გაქვთ და თქვენი სმარტფონი 16 Gb-იანია, მაშინ აუცილებლად წაშალეთ ძველი ფოტოები. მანამდე კი არ დაგავიწყდეთ მათი ატვირთვა iCloud-ში ან კომპიუტერში გადატანა. გარწმუნებთ, ეს აუცილებლად იმოქმედებს თქვენი სმარტფონის სისწრაფეზე.
წაშალეთ დიდი ზომის აპლიკაციები
გახსოვდეთ, რომ რაც უფრო მეტი აპლიკაცია გიწერიათ, მით უფრო გადატვირთული იქნება თქვენი სმარტფონი და შესაბამისად უფრო ნელაც იმუშავებს. იმისათვის რომ ნახოთ, თუ რა ადგილს იკავებეს თითოეული აპლიკაცია თქვენს სმარტფონში, უბრალოდ შედით Settings>General>Storage & iCloud Usage>Manage Storage. აპლიკაციების წაშლა აქედანვე შეგიძლიათ! ჩაყევით აპლიკაციების სიას და თუ ჩათვლით, რომ ესა თუ ის აპლიკაცია არ გჭირდებათ, აუცილებლად წაშალეთ! დამიჯერეთ, ესეც ხელს შეუწყობს სმარტფონის ეფექტურ მუშაობას! |
წაშალეთ ძველი მესიჯები
ფოტოები ან ვიდეოები, რომლებსაც გზავნით მესიჯის საშალებით (iMessage), საკმაოდ ბევრ ადგილს იკავებს თქვენს სმარტფონში. ამისათვის, კარგია თუ დროთა განმავლობაში მესიჯებსაც წაშლით ხოლმე. მეტიც, შეგიძლიათ ერთი ხელის მოსმით ჩართოთ ფუნქცია და თქვენი მესიჯები ავტომატურად წაიშლება 30 დღის ან 1 წლის შემდეგ! ცხადია, მე გირჩევთ 30 დღიანზე დააყენოთ. ამისათვის შევდივართ Settings>Messages>Keep Messages, დანარჩენს კი თავადაც მიხვდებით!
წაშალეთ Safari-ს ისტორია
დარწმუნებული ვარ Safari-ს საკმაოდ ხშირად იყენებთ, სხვაგვარად სმარტფონის ქონას ხომ აზრი ეკარგება! საფარიც, მესიჯის აპლიკაციის მსგავსად უამრავ ინფორმაციას ინახავს, რაც დროთა განმავლობაში უნდა გაიწმინდოს, ზუსტად ისე, როგორც თქვენს ლეპტოპს წმედთ ხოლმე. ამისათვის, შევდივართ Settings>Safari, და ვაჭერთ "Clear History and Website Data." სულ ესაა!
გამორთეთ ავტომატური განახლების რეჟიმი
ეს ფუნქცია ერთის მხრივ ძალიანაც კარგია, რადგან არ გიწევთ იმაზე ფიქრი, რომ ამა თუ იმ აპლიკაციის განახლება გჭირდებათ. ამას თქვენი სმარტფონი თავადაც ხვდება და ისე უკეთებს განახლებას აპლიკაციებს, რომ თქვენ შეიძლება ვერც კი შეამჩნიოთ. თუმცა, ეს ფუნქცია არა მხოლოდ შეანელებს თქვენს iPhone-ს, არამედ უფრო სწრაფადაც დააჯენს მის ელემენტს. ამისტომ, გირჩევთ გათიშოთ ეს ფუნქცია და თავადვე განაახლოთ ხოლმე აპლიკაციები. ამ ფუნქციის გასათიშად შევდივართ Settings>iTunes & App Store და ვთიშავთ Updates რეჟიმს.
ჩართეთ ფუნქცია 'Ask to join networks"
მოკლედ რომ ვთქვათ, გამორთეთ ყველაფერი, რასაც თქვენი სმარტფონი თავისით აკეთებს. მათ შორის, სხვადასხვა Wi-Fi ქსელებთან შეერთებაც! ამისათვის შედით Settings>Wi-Fi>Ask to Join Networks და გამორთეთ ეს უკანასკნელი!
ნუ დღეში ერთხელ მაინც გადაარესტარტეთ სმარტფონი
მეგობრებო, დასრულდა ის ხანა, როცა ტელეფონს ტელეფონი ერქვა და კომპიუტერს კომპიუტერი. ახლა ყველაფერს კომპიუტერი ჰქვია, მათ შორის თქვენს სმარტფონსაც და ისევე, როგორც თქვენს კომპს, თქვენს სმარტფონსაც სჭირდება ხოლმე რესტარტი. ძილის წინ, ან დილით ადრე აუცილებლად მოახდინეთ გადატვირთვა, დამიჯერეთ, ეს თქვენს სმარტფონს აუცილებლად სჭირდება!
აუცილებლად დააყენეთ უახლესი iOS ვერსია
ახალი განახლებები ხშირად შეიცავენ მნიშვნელოვან დეტალებს, რომლებიც სწორედ "გაჭედვების" საწინააღმდეგოდაა შექმნილი! ამიტომ, ეცადეთ რომ ყოველთვის განაახლოთ თქვენი სმარტფონი. თუმცაღა, გახსოვდეთ, რომ თუ თქვენი iPhone უბრალოდ ძველია, მან შეიძლება ვერც კი აიტანოს ახალი ოპერაციული სისტემის დაყენება და მუდმივად გაჭედოს. ამას სჯობს, საერთოდ არ მოახდინოთ განახლება. ჩემი რჩევა იქნება, დაიცადოთ, ნახოთ სხვებს უჭედავთ თუ არა სმარტფონი და მხოლოდ ამის შემდეგ განაახლოთ!
წყარო: http://www.businessinsider.com/how-to-make-your-iphone-run-faster-2015-12?utm_content=buffer66ce8&utm_medium=social&utm_source=facebook.com&utm_campaign=buffer
წყარო: http://www.businessinsider.com/how-to-make-your-iphone-run-faster-2015-12?utm_content=buffer66ce8&utm_medium=social&utm_source=facebook.com&utm_campaign=buffer