დაახლოებით 2 კვირაა უკვე ვიყენებ ახალ iPhone 6S-ს და მინდა ჩემი აზრები გაგიზიაროთ მასთან დაკავშირებით. მართალია iPhone 6S საუკეთესო აიფონია რომელიც ეფლს შემოუთავაზებია ჩვენთვის, თუმცა მიჭირს იმის თქმა, რომ ის საუკეთესო სმარტფონია ბაზარზე. აი რატომ ვფრიქრობ ასე
1. უცვლელი დიზაინი
სმარტფონი ძალიან ლამაზია (განსაკუთრები ვარდისფერი), თუმცა დიზაინში არანაირი ცვლილება არ განხორციელებულა. კი, 3D Touch ძალიან მნიშვნელოვანი შენაძენია ახალი სმარტფონისთვის, თუმცა პრობლემა ისაა, რომ ამ ეტაპზე ამ ფუნქციას მხოლოდ ეფლის აპლიკაციებზე ვიყენებ და კიდევ 2-3 third party აპლიკაციაზე. სანამ სხვა აპლიკაციებსაც დაემატება ეს ფუნქცია, უკვე 1 წელი გავა. იმ პერიოდისთვის კი უკვე iPhone 7 დაანონსდება, ახალი დიზაინით და ახალი ფუნქციებით. მეტიც, სავარაუდოდ თქვენს მეგობრებს გაუჭირდებათ იმის მიხვედრა, რომ ხელში iPhone 6 კი არა არამედ iPhone 6S გიჭირავთ (გარდა იმ შემთხვევისა, თუ ვარდისფერს ფლობთ) |
2. ფასი, ფასი, ფასი
დიახ, ძვირია! თან სასტიკად ძვირი ბაზარზე არსებულ სხვა სმარტფონებთან შედარებით. მაგალითად, One Plus 2 $389 ღირს, ხოლო Moto X Pure Edition კი $399. მეტიც, ახალი Nexus 6P-ის საწყისი ფასი $499-ია, რაც გაცილებით მცირეა, ვიდრე ახალი iPhone-ს ფასი. ამგვარად, ფასი ბევრისთვის არც ისე დამაკმაყოფილებელია.
3. მეხსიერება
ეს ნაწილი არ ეხება მხოლოდ iPhone 6S-ს. ზოგადად გირჩევთ, რომ თუ ეფლის რომელიმე პროდუქტს ყიდულობთ, ნურასდროს შეიძენთ 16 Gb-იანს. რეალურად, iPhone 6S-ში 16 GB-დან 4 GB ოპერაციულ სისტემას უკავია, რაც გამოყენებადს მხოლოდ 12 GB-ს გვიტოვებს. დამიჯერეთ, 16 GB-იანი მოდელი ყოველთვის შეგაწუხებთ მეხსიერების უკმარისობით, ყველაზე საჭირო მომენტებში ვერ შეძლებთ საუკეთესო კადრების დაჭერას, ვერ გადმოწერთ საუკეთესო აპლიკაციებს და ა.შ. თქვენი სმარტფონი კი აპლიკაციების, ფოტოებისა და ვიდეოების გარეშე არაფერია. მეტიც, ახალი iPhone ფლობს 4K ვიდეოს გადაღების მხარდაჭერას, რაც ძალიან მაგარ ხარისხს ნიშნავს! მაგარი ხარისხი კი მეტ მეხსიერებას მოითხოვს. ამიტომ გირჩევთ, სულ მცირე 64 GB-იან ვერსიას დაეუფლეთ და უბრალოდ მიიღეთ მაქსიმალური სიამოვნება თქვენი სმარტფონისგან |
4. კამერა
ხარისხთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ მაქვს. იდეალურ ფოტოს იღებს დღის სინათლეზეც და ღამითაც. თუმცა აი ეს ძალიან არ მომწონს:
5. Battery life
ბაზარზე არსებულ ყველა სმარტფონს აქვს ელემენტის ხანგრძლივობის პრობლემა, მათ შორის iPhone-საც. პრობლემა ისაა, რომ წელს ეფლმა ახალ სმარტფონში iPhone 6-თან შედარებით უფრო მცირე ზომის ელემენტი ჩადო, რის გამოც 6S-ის სიცოცხლისუნარიანობა წინამორბედთან შედარებით კიდევ უფრო შემცირდა. შემიძლია თამამად გითხრათ, რომ სმარტფონი მაინც არ მიძლებს საღამომდე. დღის ბოლოს უკვე 10%-ზე ნაკლებს მიჩვენებს ელემენტი, რის გამოც დღეში 2ჯერ მიწევს ხოლმე დატენვა.
6. ცურავს ცურავს ცურავს
ოღონდ მართლა ცურავს. უკვე რამდენჯერმე დამივარდა ხელიდან მხოლოდ იმიტომ, რომ ცურავს!! ძალიან კომფორტულია, ძალიან ლამაზი დიზაინი აქვს სმარტფონს და თითქმის სულ ხელში მიჭირავს, თუმცა თუ სადმე ვდებ, დიდი შანსია იმისა, რომ ძირს ჩამოცურდეს. ხელიდან გავარდნაზე ხო არაფერს ვამბობ.
ამგვარად, ვფიქრობ ყველაზე სწორი გადაწყვეტილება იქნება თუ მომავალი წლის სექტემბრამდე დაიცდით (თან ამასობაში ფულსაც შეაგროვებთ) და ახალ iPhone 7-ს შეიძენთ. ახალი სმარტფონი გაცილებით დახვეწილი, სწრაფი და ელეგანტური იქნება, შემიძლია ამას ეხლავე დაგპირდეთ! თუ iPhone 7 ძვირი მოგეჩვენებათ, ყოველთვის გექნებათ საშუალება, iPhone 6 ან 6S შეიძინოთ!
მოკლედ ამ ეტაპზე სულ ესაა რისი თქმაც მინდოდა. თუ კიდევ რაიმე საინტერესოს აღმოვაჩენ, აუცილებლად გაგაგებინებთ! კითხვების არსებობის შემთხვევაში, აუცილებლად მომწერეთ აქ: https://www.facebook.com/AppHunt2015
ამგვარად, ვფიქრობ ყველაზე სწორი გადაწყვეტილება იქნება თუ მომავალი წლის სექტემბრამდე დაიცდით (თან ამასობაში ფულსაც შეაგროვებთ) და ახალ iPhone 7-ს შეიძენთ. ახალი სმარტფონი გაცილებით დახვეწილი, სწრაფი და ელეგანტური იქნება, შემიძლია ამას ეხლავე დაგპირდეთ! თუ iPhone 7 ძვირი მოგეჩვენებათ, ყოველთვის გექნებათ საშუალება, iPhone 6 ან 6S შეიძინოთ!
მოკლედ ამ ეტაპზე სულ ესაა რისი თქმაც მინდოდა. თუ კიდევ რაიმე საინტერესოს აღმოვაჩენ, აუცილებლად გაგაგებინებთ! კითხვების არსებობის შემთხვევაში, აუცილებლად მომწერეთ აქ: https://www.facebook.com/AppHunt2015