ყველას გემახსოვრებათ ალბათ 2007 წელი, როდესაც პირველი iPhone დაანონსდა და მსოფლიო პირდაპირ შოკში იყო. მამაჩემი აქტიურად ადევნებდა თვალყურს ტექნოლოგიურ სიახლეებს და მახსოვს ამბობდა აუცილებლად უნდა ვიყიდოო. მე იმთავითვე ამიცრუვდა გული ამ პროდუქტზე...რატომ? იმიტომ რომ ვიდეოს არ იღებდა ჰაჰა. მე კიდევ ბავშვი ვიყავი და უკამერო ტელეფონის ქონა მაგრად გამიტყდებოდა.
ნუ მოკლედ. ფაქტია, რომ იმ დროს უამრავი აიფონი გაიყიდა, მაგრამ რატომ, რატომ რატომ? ახლავე გეტყვით რატომაც.
ნუ პირველ რიგში უნდა გავითვალისწინოთ, რომ იმ პერიოდისთვის უამრავი ტელეფონი იყო, რომელსაც ასევე არ ჰქონდა ვიდეო გადაღების ფუნქცია და თუ ჰქონდა, საკმაოდ უხარისხოც იყო.
თუმცა, პირველი აიფონი უკვე გვთავაზობდა ე.წ. visual voicemail-ს, მთლიან ინტერნეტ ბრაუზერს და ა.შ. როცა ბლექბერის CEO-მ პირველად დაიჭირა ხელში აიფონი, მისი რეაქცია ამგვარი იყო: "ამ რაღაცაში მთლიანი მაკი მოუთავსებიათ". იმ დროს აიფონი იყიდებოდა როგორც ძლიერი კომპიუტერი, რომელიც აპლიკაციებზე მუშაობს. სწორედ ასე იყიდება ის დღესაც!
გახსოვთ პირველი ანდროიდ ტელეფონი HTC DREAM G1, რომელსაც არც ონსქრინ კლავიატურა ჰქონდა, არც ყურსასმენების შესაერთებელი, არ ჰქონდა multitouch და არც ვიდეოს იწერდა!

ეს ტელეფონი გახსოვთ? მახსოვს ნოკიამ ძალიან მაგარი რეკლამა გაუკეთა თავის დროზე, აქაოდა ტელეფონში გაქვს ინტერნეტიო, აპლიკაციებიო, 3 მეგაპიქსელი კამერა, ვიდეო რექორდინგი და ერიჰაა მოკლედ მაგარი ვეში იყო რა, 1200 ლარი ღირდა მგონი. ანუ ერთი შეხედვით ამ ტელეფონს ყველაფერი ჰქონდა, რაც პირველ აიფონს და საერთოდ მე თუ მკითახვთ იმაზე მეტიც კი ჰქონდა, რაც ორიგინალ აიფონს. მაგრამ რაღაც არ გაამართლა, რაღაცამ არ იმუშავა! რამ?
რამ და, იმან რომ ჯერ ერთი ძააააააალიან ნელა მუშაობდა ამ ტელეფონის ბრაუზერი და ბევრ საიტს ბოლომდე არ ხსნიდა. რადგან თაჩი არ ჰქონდა, კლავიატურითა და ისრით გიწევდა საიტზე ბრაუზინგი, რამაც მგონი ყველაფერი გააფუჭა! მოკლედ რომ ითქვას, ნოკია E90 იყო ტელეფონი კომპიუტერის შესაძლებლობებით, მაშინ როცა აიფონი იყო კომპიუტერი, ტელეფონის შესაძლებლობებით! ხვდებით ხომ რაზე მაქვს საუბარი? პირველი აიფონი იმაზე უფრო მეტი იყო, ვიდრე ჩვეულებრივი ტელეფონი. ეს იყო ინტერნეტი შენს ჯიბეში!! ეს იყო სიახლე! მომავალი! აი რატომ ყიდულბოდა მას ხალხი!