Time for ios
არაფერი ისე სწრაფად არ ვითარდება თანამედროვე სამყაროში, როგორც ტექნოლოგიები. 10 წლის წინ ვერავინ ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ ამ სფეროში კაცობრიობა ამხელა ნაბიჯს გადადგამდა და დღესაც, როცა 2016 წელს ვუახლოვდებით, რთულია იმის განსაზღვრა მფრინავი მანქანები 5 წელიწადში გამოჩნდება თუ 10 წელიწადში. ხვალ დილით გაღვიძებისთანავე რომ შეცვლილი მსოფლიო დაგვხვდეს, აღარავის გაუკვირდება. ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ ალბათ ყველა ვთანხმდებით, რომ ჩვენი სმარტფონების ელემენტის ხანგრძლივობა მაინც უდიდეს გამოწვევად რჩება ისეთი ტექ-გიგანტებისათვის, როგორიცაა Apple, Samsung, HTC და ა.შ. ტელეფონი, რომელიც ყველაზე საჭირო მომენტში ელემენტისგან იცლება და ითიშება, სრულიად გამოუსადეგარია. ეს ის მომენტია, როცა ათასობით ლარის გადახდას ვნანობთ სმარტფონის ყიდვისას. მიუხედავად ამისა, ჩვენ ვეცადეთ რამდენიმე ხერხი შემოგთავაზოთ თქვენი სმარტფონის სასიცოცხლო დროის გახანგრძლივებისათვის. მაშ ასე:
1. გაარკვიეთ და გამორთეთ ის აპლიკაციები, რომლებიც ყველაზე მეტად აჯენს ელემენტს
ახალ ოპერაციულ სისტემას დაემატა ახალი ელემენტის ინსტრუმენტი, რომელიც გვიჩვენებს აპლიკაციების ჩამონათვალს, რომლებიც ყველაზე მეტად იყენებენ ტელეფონის ელემენტს. მეტიც, ინსტრუმენტი ყველაფერს პროცენტულად გვიჩვენებს. იმისათვის, რომ ნახოთ რამდენ დროს ხარჯავთ თითოეულ აპლიკაციაში, უბრალოდ დააჭირეთ “საათის” ნიშანს ზედა მარჯვენა კუთხეში. მოცემული ინსტრუმენტის ნახვა შეგიძლიათ აქ SETTINGS > GENERAL > BATTERY. ამგვარად, რადგან იცით თუ რომელი აპლიკაცია იყენებს ყველაზე მეტად თქვენს ელემენტს, შეგიძლიათ შეწყვიტოთ მისი გამოყენება როცა ტელეფონი გიჯდებათ.
2. აუცილებლად გაააქტიურეთ Low Power Mode
ახალ ოპერაციულ სისტემას Apple-მა კიდევ ერთი ინსტრუმენტი, Low Power Mode დაუმატა. სამწუხაროდ, Samsung-ის მომხმარებლებისგან განსხვავებით, ვაშლის მომხმარებლებმა მხოლოდ და მხოლოდ ახლა შეძლეს ამგვარი მომსახურების მიღება. ტექ-გიგანტის თქმით, თუ თქვენ iOS9-ზე განაახლებთ თქვენს სმარტფონს, მოიპოვებთ დამატებით 1 საათიან ელემენტის ხანგრძლივობას, ხოლო თუ ამასთანავე გამოიყენებთ Low Power Mode-ს, მაშინ თქვენი სმარტფონის სიცოცხლისუნარიანობა კიდევ 3 საათით გახანგრძლივდება. მგონი არც ისე ცუდია, არა? ამ ინსტრუმენტს აქ იპოვით Settings > General > Battery > Low Power Mode
3. აუცილებლად გამორთეთ ე.წ. Location Services
ამ შემთხვევაში არ არის საუბარი ყველა აპლიკაციაზე. შეგიძლიათ ეს სერვისი იმ აპლიკაციებისათვის გამორთოთ, რომლებიც საერთდ არ საჭიროებენ მას, მაგალითად APP STORE, ან GOOGLE CHROME. ამისათვის შევდივართ აქ: SETTINGS > PRIVACY > LOCATION SERVICES, სადაც შეხვდებით აპლიკაციების ჩამონათვალს, რომლებიც იყენებენ LOCATION SERVICES-ს. გათიშეთ ყველა ის აპლიკაცია, რომელზეც ჩათვლით რომ არ უნდა იყენებდნენ ამ სერვისს.
4. Widgets, widgets, widgets
ძალიან ლამაზი და მოსახერხებელია ვიჯეტები ახალ ოპერაციულ სისტემაზე, მაგრამ იყენებს კი ვინმე? ჩემი აზრით არა. ამინდის აპლიკაციის ვიჯეტი იდეალურია და მოსახერებელია, ძალიან მომწონს ასევე CNN-ისა და DROPBOX-ის ვიჯეტები, მაგრამ რომელიმე თამაშის ვიჯეტის გამოყენება არც ისე ჭკვიანური გადაწყვეტილებაა, ასე რომ გამორთეთ და ელემენტიც დაგეზოგებათ.
5. გამორთეთ ანიმაციები
|
6. გამორთეთ BACKGROUND APP REFRESH
Background App Refresh მუდმივად ეძებს სიახლეებს თქვენს აპლიკაციებში მაშინაც კი, როცა ისინი ჩაკეცილი გაქვთ და არ იყენებთ. მაგალითად, როცა ხსნით Facebook აპლიკაციას, უკვე გხვდებათ განახლებული ნიუს ფიდი, როცა ხსნით CNN აპლიკაციას, უკვე გხვდებათ განახლებული სია ინფორმაციებისა და ა.შ. ამგვარად, თქვენი სმარტფონი მუდმივად “დაძვრება” თქვენივე აპლიკაციებში და შესაბამისად იწვევს ელემენტის სწრაფ დაცლას. ამგვარად, შევდივართ აქ Settings > General > Background App Refresh და ჩართულს ვტოვებთ მხოლოდ და მხოლოდ იმ აპლიკაციებს, რომელიც გსურთ. |
7. გამორთეთ ავტო განახლებებითუ თქვენი ტელეფონი ავტომატურად ანახლებს თქვენ მიერ უკვე ჩაწერილ აპლიკაციებს, ჯობს გამორთოთ ეს ფუნქცია და მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში, როცა ტელეფონი დატენილი გექნებათ, განაახლოთ აპლიკაციები ხელოვნურად. ამისათვის, შევდივართ Settings > Apps and iTunes Stores > Automatic Downloads და ვთიშავთ.
|
|
8. და რაც მთავარია, ჩაუწიეთ სიკაშკაშესდამიჯერეთ, 100%-ზე სიკაშკაშის დაყენება არა მხოლოდ სმარტფონის ელემენტისთვის, არამედ თქვენი თვალებისთვისაც მავნებელია. პირადად მე მუდმივად 50%-ზე მიყენია და ეცადეთ თქვენც ეს ნორმა დაიჭროთ და დამიჯერეთ პირველივე დღეს იგრძნობთ თქვენი სმარტფონის სიცოცხლისუნარიანობას!
|