დიახ, ჩემი სმარტფონი ძალიან მიყვარს! იმიტომ კი არა, რომ ელეგანტურია ან კარგ სურათებს იღებს, არამედ იმიტომ, რომ ყოველდღიურ რეჟიმში ძალიან მიადვილებს ცხოვრებას! მეტიც, რაც დრო გადის, უფრო და უფრო მეტ საინტერესო აპლიკაციას ვპოულობ, რომელთაც მუშაობის პროცესში ვიყენებ. ვეცდები გირჩიოთ 10 საკუთესო აპლიკაცია, რომელიც აუცილებლად უნდა გქონდეთ სმარტფონში! მაშ ასე:
1. iMOVIE
ამ აპლიკაციამ კიდევე ერთხელ დამიმტკიცა, რომ სულაც არ არის საჭირო პროფესიონალი გადამღები და ოპერატორი იყო, რათა მაღალი ხარისხის ვიდეოები გადაიღო და რაც მთავარია ამავე ვიდეოებით მოკლემეტრაჟიანი ფილმი შექმნა! პროგრამას უმარტივესი ინტერფეისი გააჩნია და ფლობს ყველა საჭირო ელემენტს სრულყოფილი და პროფესიონალური ვიდეოს დასამზადებლად. აქვე გთავაზობთ ჩემ მიერ გადაღებულ რამდენიმე ვიდეოს, რომლებიც 100% ამ აპლიკაციაშია დამზადებული მხოლოდ ჩემი სმარტფონის გამოყენებით
|
2. Docadyთითქმის ყოველდღე გვჭირდება პირადობის მოწმობა, საკრედიტო და სავიზიტო ბარათები, სხვადასხვა მნიშვნელოვანი PDF დოკუმენტები და მათ შორის პასრპორტიც კი. თუმცა, ხშირად მქონია შემთხვევა, როცა ტურისტულ კომპანიაში მისვლისას პასპორტი დამრჩენია სახლში, მეტიც, თუ საფულე გრჩება სახლში, მასთან ერთად გრჩება უამრავი საჭირო ინფორმაცია, რაც ნებისმიერ დროს შეიძლება დაგჭირდეს. ხოლო აპლიკაცია Docady თქვენს ყველა საჭირო დოკუმენტს ახარისხებს და ერთ სივრცეში ათავსებს. ამგვარად, თუ სმარტფონი თან გაქვთ, სანერვიულოც ნაკლებია! ჩემიძლია ვთქვა, რომ ტელეფონში მაქვს პასპორტი, სხვადასხვა დოკუმენტები, საკრედიტო ბარათი, სამგზვრო ბარათი, მართვის მოწმობა და ა.შ. კარგი ისაა, რომ აპლიკაციაში შესვლა მხოლოდ კოდითაა შესაძლებელია, ასე რომ პირადი ინფორმაციის შენახვის უფლება დაცულია! აპლიკაცია ჯერჯერობით მხოლოდ iOS მოწყობილობებზა, თუმცა Android-ზე გამოსვლისთანავე შეგატყობინებთ! |
3. rotate & flip
4. Sunrise
რატომღაც ძალიან დიდი პრობლემაა ტექგიგანტებისათვის კარგი Calendar აპლიკაციის გაკეთება. თუმცა, აგერ დეველოპერებმა საკმაოდ კარგი რამ შემოგვთავაზეს სახელად Sunrise! აპლიკაცია ძალიან დახვეწილია და სრულიად ერგება ჩვენს მოთხოვნებს. ამ აპლიკაციში მუშაობა მართლაც სიამოვნების მომგვრელია. ის ორივე პლატფორმაზეა ხელმისაწვდომი.
5. Yahoo News digest
ჩემთივს დილა მის გარეშე წარმოუდგენელია! გემოვნებაზე არ დაობენ, მაგრამ დამიჯერეთ ეს აპლიკაცია საუკეთესოა ყოველდღიურ რეჟიმში მსოფლიოში განვითარებული მოვლენების შესახებ ინფორმაციის მოწოდებაში! Yahoo News Digest დღეში ორჯერ, დილის 8 საათსა და საღამოს 6 საათზე გატყობინებთ ყველაზე უფრო მნიშვნელოვან ინფორმაციას, რომლებიც აუცილებლად უნდა ნახოთ! ძალიან ლამაზი დიზაინი, ლამაზი შრიფტი, ულამაზესი ფერები თითოეულ სტატიაზე და ა.შ. მოკლედ, მეტი რომ აღარ ვილაპარაკოთ, აუცილებლად გადმოწერეთ და ისიამოვნეთ!
6. quora
დასვით ნებისმიერი კითხვა და მიიღეთ პასუხი კომპეტენტური ადამიანებისგან მსოფლიოს გარშემო! არ აქვს მნიშვნელობა რა სფერო გაინტერესებთ, არ აქვს მნიშვნელობა რა კითხვა გაქვთ - აქ ყველაფერზე პასუხი არსებობს, თანაც უამრავი პასუხი!! ეს არის პლატფორმა სოციალური ქსელი, სადაც შეგიძლიათ დაპოსტოთ ნებისმიერი კითხვა და სულ რაღაც რამდენიმე წუთში მიიღო პასუხი! რომ იცოდეთ რამდენი რამ გამიკეთებია ამ ადამიანების რჩევით, თანაც წარმატებით! ასე რომ, აუცილებლად სცადეთ. |
7. carousel
თუ თქვენ იყენებთ Dropbox-ს და უამრავ ფოტოს ტვირთავთ, მაშინ ეს აპლიკაცია აუცილებლად უნდა ნახოთ. Carousel არის Dropbox-ის შვილობილი, რომელიც ფოტოების უკეთ დახარისხებაში გეხმარებათ. ისიამოვნეთ ვიდეო და გადმოწერეთ აპლიკაცია უფასოდ!
8. Google photos
კიდევ ერთი აპლიკაცია ფოტოებისა და ვიდეოებისათვის, ამჯერად უკვე Google-ის შესრულებით! პირველი და უმთავრესი რაც ამ აპლიკაციის შესახებ უნდა იცოდეთ ისაა, რომ ის გაძლევთ შესაძლებლობას ატვირთოთ ულიმიტო რაოდენობის ფოტოები და ვიდეობი ე.წ. Cloud-ში თქვენი სმარტფონიდან ან თუნდაც დესკტოპიდან. მეტიც, ყოველდღიურ რეჟიმში აპლიკაცია ასკანერებს თქვენს ფოტოებს, თვითონ ახარისხებს და თავადვე გთავაზობთ რამდენიმე დამუშავებულ ვიდეოს, ფოტოს, GIF ანიმაციებს, მოკლემეტრაჟიან ფილმს და ა.შ. მაგალითად, რამდენიმე დღის წინ მეგობრებთან ერთად ვიყავი თურქეთში რამდენიმე დღით, სადაც უამრავი ფოტო და ვიდეო გადავიღეთ. თბილისში დაბრუნებიდან მეორე დღეს, როცა ფოტოები ავტვირთე, მომდის ე.წ. Notification აპლიკაციისგან, რომ მან თვითონ გააკეთა ჩემთვის 2 წუთიანი ვიდეო ჩვენი მოგზაურობის შესახებ. ვიდეო ძალიან ლამაზი გამოვიდა. ასე რომ, ვიწერთ აპლიკაციას დროზე დროზე დროზე!
9. Horizon
გახსოვდეთ, რომ ნებისმიერი ფოტო ან ვიდეო ჰორიზონტალურად უნდა გადაიღოთ და არა ვერტიკალურად. თუმცა, შეიძლება უცებ დაგვავიწყდეს და მაინც ვერტიკალურად გადავიღოთ, რაც იმას ნიშნავს, რომ ვიდეო მასალა საკმაოდ უხარისხო გამოვა. მეტიც, თუ ვერტიკალურად გადაღებული ვიდეოთი ფილმის გაკეთებას გადაწყვეტთ, ეს ფილმიც უხარისხო იქნება. თუმცა, არსებობს აპლიკაცი Horizon, რომელიც თქვენ მიერ გადაღებულ ვერტიკალურ ვიდეოსაც კი ჰორიზონტალურად იღებს. ამგვარად, შეგიძლიათ აღარ ინერვიულოთ იმაზე თუ როგორ უნდა დაიკავოთ თქვენი ტელეფონი დს უბრალოდ დატკბეთ ლამაზი მომენტების გადაღებით.