კიდევ ერთხელ სალამი მეგობრებო,
წინა ბლოგში ვეცადე რაც შეიძლება დეტალურად ამეხსნა თქვენთვის, თუ როგორ ხდება iTunes-ის გამოყენებით ეფლის მოწყობილობებში ფოტოებისა და ვიდეოების ჩაწერა. ამჯერად კი აგიხსნით, თუ როგორ ჩაიწეროთ სიმღერები.
ბევრს აღარ ვისაუბრებ იმაზე, რომ თქვენს სმარტფონსა და კომპიუტერს შორის შუამავალი სწორედ iTunes-ია და მის გარეშე შეუძლებელია ფოტოების, ვიდეოებისა და სიმღერების ჩაწერა. ამგვარად, თუ ჯერ კიდევ არ გაქვთ გადმოწერილი პროგრამა, შედით აქ და გადმოწერეთ უახლესი ვერსია სასწრაფოდ.

იმისათვის, რომ ჩაიწეროთ სიმღერები, პირველ რიგში ჩაყარეთ სიმღერები iTunes-ში. სმარტფონში მხოლოდ იმ სიმღერების ჩაწერაა შესაძლებელი, რომლებიც iTunes-შია. ამისათვის, გახსენით პროგრამა, დააჭირეთ ღილაკს მარცხენა ზედა კუთხეში (იხილეთ ფოტო ქვემოთ) და ქვემოთ დააჭირეთ Add File To Library-ს.
ბოლოს, მონიშნეთ თქვენთვის სასურველი სიმღერები, დააჭირეთ Open-ს და voila, რამდენიმე წამში თქვენ მიერ მონიშნული სიმღერები iTunes-ში აღმოჩნდება. იგივე ოპერაცია შეგიძლიათ Drag & Drop-ის პრინციპითაც განახორციელოთ.
ახლა, როცა სიმღერები უკვე iTunes-შია, შეგიძლიათ შეუერთოთ თქვენი სმარტფონი კომპიუტერს, რის შემდეგაც მარცხენა ზედა კუთხეში ავტომატურად გამოჩნდება თქვენი სმარტფონი. მარცხენა კუთხეში ვპოულობთ Music და ვაჭერთ.
ამის შემდგომ ჩვენ წინაშე ამგვარი ფანჯარა ჩნდება:
პირველ რიგში, აუცილებლად მონიშნეთ წარწერა Sync Music. შემდგომ კი უკვე თქვეზეა დამოკიდებული თუ რომელ სიმღერებს ჩაიწერთ სმარტფონში. თუ თქვენ ყველა იმ სიმღერის ჩაწერა გსურთ, რომლებიც iTunes-ის აუდიოთეკაში ჩააგდეთ, მაშინ უბრალოდ მონიშნეთ Entire music library, დააჭირეთ Apply-ს და რამდენიმე წუთში ყველა მუსიკა თქვენს iPhone-სა თუ iPad-ში აღმოჩნდება. ხოლო თუ თქვენ თავად გსურთ ამოირჩიოთ, რომელი სიმღერა ჩაიწეროთ, ამისათვის მონიშნეთ წარწერა "Selected Playlists, artists, Albums and genres", რის შემდგომაც ამგვარი ფანჯარა გამოჩნდება (იხილთ ფოტო ქვემოთ).
ალბათ ეს პროცედურა უკვე ძალიან მარტივია. აირჩიეთ თქვენთვის სასურველი სიმღერა შემსრულებელთა სახელების, ალბომებისა და ჟანრების მიხედვით, დააჭირეთ Apply-ს და ისიამოვნეთ!