ვინც Apple-ის პროდუქტების პრეზენტაციებს თვალყურს ადევნებთ და წლიდან წლამდე ერთი სული გაქვთ როდის დაანონსდება შემდეგი "big thing", მაშინ უნდა გახსოვდეთ 2010 წლის ამბები, როცა iPhone 4-ის ფოტოები მოულოდნელად გავრცელდა სოციალურ სივრცეში მას შემდეგ, რაც კომპანია Apple-ის თანამშრომელს ის შემთხვევით ბარში დარჩა. გაინტერესებთ რა ბედი ეწია მას? ცხადია სამსახურიდან გაათავისუფლეს. მისი სახელია გრეი პაუელი (იხილეთ ფოტო). გრეიმ კომპანიაში მუშაობა სტაჟიორად დაიწყო და 2010 წელს უკვე ეფლის ერთ-ერთი software ინჟინერი გახლდათ. 18 მარტს გრეი კალიფორნიის შტატის ქალაქ რედვუდში ლუდს სვამდა და თან iPhone 4-ს ტესტავდა. სამწუხაროდ, სახლში დაბრუნებისას ტელეფონი ბარში დარჩა, რომელიც ხელში ჩაუვარდა Gizmodo-ს თანამშრომელბს და voila, 1 საათში მთელმა მსოფლიომ იცოდა, როგორი იქნებოდა iPhone 4. უნდა აღინიშნოს, რომ როგორც ინჟინერი, გრეი ძალიან, ძალიან ჭკვიანი იყო. საკითხავია, რამდენად უღირდა Apple-ს მისი სამსახურიდან გაშვება? ტელეფონი ხომ ნებისმიერ პიროვნებას შეიძლება დარჩენოდა ბარში, მათ შორის თვით სტივ ჯობსსაც? |
გრეის სამსახურიდან გაშვებისთანავე, ეფლის ყველა თანამშრომელი, ვინც ახალი სმარტფონის ტესტ ვერსიას ფლობდა, ვალდებული იყო დაებრუნებინა ტელეფონი.
საინტერესო კი ისაა, რომ გრეიმ ეფლიდან წამოსვლისთანავე ახალი ბიზნესი წამოიწყო, რომელიც კომპანია Facebook-მა შეიძინა, თანაც საკმაოდ დიდ ფასად. ასე რომ პასუხი კითხვაზე, თუ ვინ არის ადამიანი, რომელმაც iPhone 4 ჯერ კიდევ მის გამოსვლამდე დაკარგა მარტივია: ის ძალიან მდიდარია და მუშაობს კომპანიისთვის, რომელიც Apple-ს კონკურენტად მიაჩნია!