თუ თქვენ ფლობთ Apple-ის რომელიმე მოწყობილებას, აუცილებლად დაგჭირდებათ Apple ID, რათა გადმოწეროთ აპლიკაციები, გამოიყენოთ iMessage, Facetime და სხვა უამრავი საჭირო რამ, რასაც ეფლი გვთავაზობს. სამწუხაროდ, Apple-ის ბაზაში არ არის საქართველო, რის გამოც საჭიროა სხვა რომელიმე ქვეყნის ბაზაში დარეგისტრირება. რადგან ამ ეტაპზე აშშ-ის მარკეტი ყველაზე უფრო უხვია აპლიკაციებით, სწორედ ამ ქვეყნის ბაზაში რეგისტრაცია იქნება ყველაზე უფრო სწორი. მაშ ასე:
1. შევდივართ iTunes Store-ში
თუ ჯერ არ გაქვთ გადმოწერილი iTunes Store, მაშინ გადმოწერეთ აქედან, გახსენით და შედით iTunes Store-ში.
2. ვპოულობთ რომელიმე უფასო აპლიკაცია და ვაჭერთ გადმოწერას
4. ამ ფანჯარაზე უბრალოდ ვაჭერთ Continue-ს და გადავდივართ შემდგომ ფანჯარაზე
5. აქ მოვნიშნოთ ტექსტი "I have read and agree to these terms and conditions" და გადავდივართ შემდეგომ ფანჯარაზე
6.აქ ჩავწეროთ ყველა საჭირო ინფორმაცია
1. ჩაწერეთ ელ.ფოსტის მისამართი, რომელსაც იყენებთ. თუ არ გახსოვთ ელ.ფოსტის პაროლი, აღადგინეთ ელ.ფოსტა, ან შექმენით ახალი.
2. ჩაწერეთ პაროლი: დაიმახსოვრეთ, პაროლი უნდა შეიცავდეთ სულ მცირე 8 სიმბოლოს, რომელთაგან ერთი მაინც უნდა იყოს ციფრი და პაროლის პირველი ასო აუცილებლად დიდი უნდა იყოს.
3. აირჩიეთ Security Questions-ს და უპასუხეთ სამივეს. მნიშვნელოვანია, რომ დაიმახსოვროთ სამივე კითხვაზე თქვენ მიერ გაცემული პასუხი.
4. აირჩიეთ თქვენი დაბადების თარიღი და გადადით შემდეგ ფანჯარაზე

7. გადახდის ტიპში მოვნიშნოთ NONE
8. აქ ვავსებთ ინფორმაციას შემდეგნაირად:
- Title-ში აირჩიეთ ნებისმიერი
- First Name-ში ვწერთ სახელს, Last Name-ში გვარს
- Street-ში ვწერთ ნებისმიერ მისამართს, მაგრამ აუცილებლად ვწერთ რამეს
- City-ში ჩაწერეთ ნებისმიერი ამერიკული ქალაქი
- აირჩიეთ შტატი NY
- Zip-ში უნდა ჩაწეროთ იმ შტატის რომელიმე ზიპ კოდი, რომელი შტატიც აირჩიეთ. ამ შემთხვევაში ვწერთ NY-ის ზიპ კოდს, ანუ 10305
- Area Code-ში შეგიძლიათ ჩაწეროთ 740
- Phone-ში კი 7 ციფრიანი ნომერი, მაგალითად 648 7654
9. ვაჭერთ Create Apple ID და ვასრულებთ პროცესს.
ამის შემდგომ ელ.ფოსტაზე მოგივათ წერილი Apple-ისგან, რომელსაც უნდა მიჰყვეთ, ჩაწეროთ თქვენი ელ.ფოსტის მისამართი, პაროლი და თქვენი Apple ID მზადაა.
სამწუხაროდ, ამ ეტაპზე მხოლოდ უფასო აპლიკაციების გადმოწერაა შესაძლებელი. თუ გსურთ შეიძინოთ რომელიმე ფასიანი აპლიკაცია, ამ შემთხვევაში თქვენი ნებისმიერი საკრედიტო ბარათი, მათ შორის American Express ან PayPal უძლურია, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ფლობთ ამერიკის რომელიმე ბანკის საკრედიტო ბარათს. თუმცა, ონლაინ შეგიძლიათ შეიძინოთ iTunes Gift Card (იხილეთ ფოტო ქვემოთ), გაააქტიუროთ კოდი თქვენს ტელეფონში და ამგვარად შეიძინოთ აპლიკაციები. მე ამით ვსარგებლობ...ყოველშემთვევაში ჯერჯერობით მაინც, სანამ ეფლი საქართველოშიც შემოვა. ისიამოვნეთ!