თუ თქვენ iPhone-ს ფლობთ, ესეიგი მარჯვენა ფოტოზე მოცემულ დამტენს იყენებთ არა? ცხადია, ეს ის დამტენია, რომელიც თქვენს ლამაზ 6S-ს მოყვება სხვა ასევე ლამაზ აქსესუარებთან ერთად. სამსუნგმა უკვე წელიწადზე მეტია ერთგულ მომხმარებელს ე.წ. Fast Charging შესთავაზა. ეს იმას ნიშნავს, რომ მათი სმარტფონები 15 წუთში დაახლოებით 70%-მდე იტენება (თუ მეტი არა), რაც დამეთანხმებით ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია, რამეთუ ყველას გვაწუხებს ელემენტის უკმარისობა. სამწუხაროა, რომ ეფლს ამგვარი არაფერი წარუდგენია ჩვენთვის და არც კი სურს 1-2 რჩევა მოგვცეს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ დავტენოთ ჩვენი სმარტფონი ოდნავ უფრო სწრაფად. |
მოკლედ აგიხსნით რატომ ფიქრობს ხალხი, რომ არ არის რეკომენდირებული iPad-ის დამტენის გამოყენება სმარტფონის დასატენად: თქვენი სმარტფონის ელემენტს მხოლოდ გარკვეული რაოდენობის ამპერაჟის მიღება შეუძლია. რა ხდება როცა ძლიერი დამტენით ვტენით მას? ცხადია, სმარტფონის ელემენტს ნორმაზე უფრო მეტი ამპერაჟი მიეწოდება, რის გამოც ელემენტი ხურდება, მეტ გახურებას კი ბატარეის სწრაფი გაფუჭება მოყვება. ლოგიკურია, რომ ამიტომ არიდებს ხალხი თავს iPad-ის დამტენის გამოყენებას.
ახლა კი აგიხსნით როგორ მუშაობს ე.წ. rapid charging: თქვენი iPhone-ის ერთ-ერთ ჩიპში მოთავსებულია კოდი, რომელიც კომუნიკაციას ახდენს დამტენთან, რომელსაც იყენებთ და მოითხოვს მისგან მაღალ ძაბვას. აღნიშნული ჩიპი იღებს ძაბვას და აკონვერტირებს მას იმ დონის ძაბვამდე, რომელიც მისაღებია ამ კონკრეტული სმარტფონისთვის. iPhone 6 და ნებისმიერი შემდეგი მოდელი შეიცავს ამგვარ ჩიპს. ამგვარად, თუ თქვენ ამ ტელეფონებიდან რომელიმეს ფლობთ, აუცილებლად შეიძნეთ iPad-ის დამტენი და ისიამოვნეთ სწრაფი დატენვით!