კომპანია ეფლი ძალიან ამაყობს Facetime-ით. მას ყოველდღიურად მილიონობით ადამიანი იყენებს და სხვა ამგვარი სერვისებისგან (viber, whatsapp, hangouts) იმით განსხვავდება, რომ მომხარებელს მაქსიმალური ხარისხის გამოსახულებას სთავაზობს.
მიუხედავად ამისა, ეფლის ეს სერვისი დღემდე დაბლოკილია ემირატებში. სწორედ ამის გამო, სასურველია ამ ქვეყნებში არ შეიძინოთ ეფლის პროდუქცია, რადგან დიდი ალბათობით მას Facetime მხარდაჭერა არ ექნება.
საქმე ისაა, რომ ფიჭური კავშირის კომპანიებს ემირატებში სახელმწიფო (უფრო სწორად, შეიხი) განაგებს. ემირატებში თითქმის ყველას აქვს iPhone-ის შეძენის შესაძლებლობა, ხოლო Facetime-ისა და iMessage-ის გამოყენების შემთხვევაში აღნიშნული კომპანიები მოგების სახით უამრავ თანხას კარგავენ. ნებისმიერი IP მისამართი, რომელიც ემირატებშია, ცენზურას ექვემდებარება და შესაბამისად კონტროლდება სახელმწიფოს მიერ.
თუმცა, კარგი ამბავი ისაა, რომ შეგიძლიათ გამოიყენოთ Google Hangouts, რომელიც რაღაც სასწაულით მაინც მუშაობს ამ ქვეყანაში. სხვა დანარჩენისთვის არსებობს VPN სერვისი.