შარშან Apple-მა სრული ფიასკო განიცადა როცა iPad 3 დააანონსა. "ახალი" iPad არაფრით განსხვავდებოდა წინამორბედი iPad 2-სგან. იგივე დიზაინი, იგივე მონაცემები, თუმცა $100-ით უფრო ძვირი მხოლოდ იმიტომ, რომ Touch ID აქვს, რომელსაც ჩემი აზრით არც არავინ იყენებს. რომც იყენებდეთ, $100-ს გადაიხდით მხოლოდ თაჩის გამო? რა თქმა უნდა არა. სიახლე ისაა, რომ შარშანდელი შეცდომა კომპანიამ წელს გამოასწორა და ახალი iPad Mini 4 სრულიად ახალი მონაცემებით შემოგვთავაზა!
ახალი ხელსაწყო კიდევ უფრო თხელი და მსუბუქია, ვიდრე მისი წინამორბედი. ეკრანის ზომა მცირედით უფრო დიდია, რის გამოც ვერ გამოიყენებთ ძველი iPad-ის ქეისებს. ერთადერთი მნიშვნელოვანი ცვლილება ისაა, რომ Apple-მა გააუქმა ე.წ. Orientation Lock/mute switch ღილაკი, რაც ალბათ ცოტა უფრო არაკომფორტულს გახდის მუშაობას. ყველაზე მეტად დიზაინზე მინდა გავამახვილო ყურადღება: შორიდან შეხედვითაც კი იგრძნობა, რომ ძვირფასი ნივთია - პირდაპირი მნიშვნელობით ძვირფასი - მეტალისა და შუშის კონსტრუქცია, რომელიც უზომოდ სასიამოვნოა ხელში დაჭერისას. იმდენად მიმზიდველია, რომ ზოგჯერ მიჭირს ვინმესთვის თხოვებაც კი. ეკრანის ოთხივე გვერდებზე აუცილებლად შეამჩნევთ სარკისებრ ეფექტს, რომელიც ძალიან ლამაზია, თუმცა ძალიან მალე იკაწრება. |
მაგრამ დამიჯერეთ, ეს პრობლემა მაშინვე დაგავიწყდებათ, როგორც კი iPad-ს ჩართავთ. ახალი Retina Display უზომოდ ლამაზ გამოსახულებას გვთავაზობს. ამ ხელსაწყოში უდიდესი სიამოვნებაა ფილმებისა და ვიდეოების ყურება, ფოტოების თვალიერება, ვებ ბრაუზინგი და რაც მთავარია - თამაშები!! ახალი A8 ჩიპისა და 64-ბიტიანი პროცესორის გამოყენებით, თითქმის ვერ იპოვით აპლიკაციას, რომელიც ოდნავ მაინც გაგიჭედავთ მუშაობის პროცესში. ახალი iOS 9 სრულიად არის ინტეგრირებული პროცესორთან, რაც მუშაობას კიდევ უფრო მარტივსა და სასიამოვნოს ხდით. შეუძლებელია მუშაობა დაიწყოთ და iPad-ის რომელიმე სუსტი მონაცემის გამო აპლიკაცია გაითიშოს - თუ ეს დაგემართათ, სავარაუდოდ ახალი iOS-ის ბრალია, რაც მალე აუცილებლად გამოსწორდება.
და ბოლოს: კამერა!
და ბოლოს: კამერა!
მგონი იდეალურ ფოტოს იღებს, არა? თითქმის იმავე ხარისხის, რასაც ახალი iPad Air 2 გვთავაზობს. 8 მეგაპიქსელიანი კამერა, რომელიც ძალიან კარგ ფოტოს იღებს დღის განმავლობაში, თუმცა საღამოობით და ღამე ჯობს თქვენი სმარტფონი გამოიყენოთ.
აქვე გირჩევთ, რომ Apple-ის პროდუქციის შეძენისას დაივიწყოთ 16 GB-იანი მოდელები, რომელთა შეძენა აზრს მოკლებულია, მითუმეტეს ტაბლეტში, რომელშიც უამრავ ვიდეოს, ფოტოსა და თამაშებს ჩაიწერთ. ამიტომ 64 GB-იანი მოდელი საუკეთესო ვერსიაა, რომელიც სულ მცირე 5-6 წელი უპრობლემოდ დაგიკმაყოფილებთ ყველა სურვილს. ასე რომ თუ მაინცადამაინც უზარმაზარი ეკრანი არ გჭირდებათ, iPad Mini 4 საუკეთესო შემთავაზებაა, რომელიც აუცილებლად უნდა გამოიყენოთ. შარშანდელი ფიასკოს შემდეგ ახალი დივაისი უდიდესი წარმატებაა ტექნოლოგიურ სფეროში. იმედია მომავალ წელს ახალ iPad-ზეც ვიხილავთ 3D Touch-სა და Apple Pencil-ს. მანამდე კი, წავედი ჩემი ტაბლეტი მელოდება.